ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა – მან მეოთხედფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:13 დაამაცხა და ფინალში გასასვლელად ასევე ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.