ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა – მან მერვედფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ამერი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად 16:00 საათზე ასევე ეგვიპტელ ზიად ელსისის დაუპირისპირდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.