ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მერვედფინალშია #1TVSPORT

14:50, 24.05.2025

სანდრო ბაზაძე მადრიდში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის მერვედფინალში გავიდა.

ქართველმა მოფარიკავემ პირველ შეხვედრაში იტალიელ მეტოქეს 15:11 სძლია, ხოლო მომდევნო ეტაპზე რუმინელი სპორტსმენი 15:7 დაამარცხა.

მეოთხედფინალის საგზურისთვის ბაზაძე თურქ ან ჩინელ მოფარიკავეს დაუპირისპირდება.

მსგავსი