ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

16:17, 24.05.2025

მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა.

ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ სპორტსმენს 15:7 სძლია. მეოთხედფინალში გასასვლელად კი ჩინელი ჩენპენგ ჩენი მარტივად – 15:6 დაამარცხა.

ქართველი ფარიკაობის ლიდერი ნახევარფინალის საგზურისთვის უნგრელ ან ფრანგ მოფარიკავეს დაუპირისპირდება.

მსგავსი