ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის, Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა.
ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დან ჩაერთო. იტალიელ, რუმინელ და ჩინელ მეტოქეებს სძლია და სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კორეელ სპორტსმენს 15:13 აჯობა.