ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში სენიორებს შორის სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ხმლით ფარიკაობაში ქართველი მეოთხედფინალში გერმანელ ფრედერიკ კინდლერს 14:11 უგებდა, თუმცა ზედიზედ ოთხი დაკარგული ქულის შედეგად საბოოლოდ მეტოქემ გაიმარჯვა – 15:14.
შეგახსენებთ, რომ მაისში მადრიდში სენიორებს შორის გამართულ მსოფლიო თასზე სანდრო ოქროს მედლის მფლობელი გახდა.