ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა #1TVSPORT

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ 1/4 ფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი 15-8 დაამარცხა და მედალი გაინაღდა.

კონტინენტის პირელობის 1/2 ფინალში სანდრო ბაზაძე ფრანგ ელიოტ ბიბის შეხვდება.

ბექა ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 11-15 წააგო.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რვა საუკეთესოს შორის ორი ქართველი მოფარიკავე ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დამაჯერებლად (15-7) დაამარცხა.