ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მერვედფინალშია #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მერვედფინალშია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ამერიკელი ვილიამ მორილი 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ფრანგ ბაპტისტ დუბარის დაუპირისპირდება. ბაზაძის ორთაბრძოლა 16:40 საათზე დაიწყება.

ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე ბექა ბაზაძე მეთექვსმეტედფინალში სანდროს მომავალ მეტოქესთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.