ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ფრანგი ბაპტისტ დუბარი 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად კორეელ სან გუკს დაუპირისპირდება.

შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე ბექა ბაზაძე მეთექვსმეტედფინალში ფრანგ დუბართან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.