ფარიკაობა | რევანში ევროპის ჩემპიონატზე - სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ფარიკაობა | რევანში ევროპის ჩემპიონატზე - სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალი განმეორდა და ამჯერად რევანში შედგა: ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ 1/16 ფინალში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დამაჯერებლად (15-7) დაამარცხა.

სანდრომ ევროპის ჩემპიონატზე მეორე  შეხვედრაც მოიგო – კონტინენტის პირველობის 1/8 ფინალში მან გერმანელ მატიას საბოს დაძაბულ ბრძოლაში 15-13 სძლია და 1/4 ფინალში რუმინელ რაჟვან ურსაჩის დაუპირისპირდება.

ამავე ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს ბექა ბაზაძეც, რომელიც საუკეთესო 8 მოფარიკავეს შორისაა.

ბექამ 1/16 ფინალში ბრიტანელი ბარნაბი ჰოლიველი 15-9 დაამარცხა, 1/8 ფინალში – უკრაინელი იური ცაპი (15-11). 1/4 ფინალში ბექა ბაზაძის მეტოქე იტალიელი ლუკა კურატოლი იქნება.

.