ფარიკაობა I სანდრო ბაზაძე სეულის გრან პრის ვერცხლის პრიზიორია #1TVSPORT
ფარიკაობა I სანდრო ბაზაძე სეულის გრან პრის ვერცხლის პრიზიორია #1TVSPORT

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელს, სანგუკ ოსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ბაზაძე  გრან პრიზე ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც მან ჯუნჰო კიმი 15:14 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელ მატეო ნერისთან ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა.