ფარიკაობა | ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ფარიკაობა | ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თურქეთში ფარიკაობაში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიგო.

ალექსანდრამ მეოთხედფინალში იტალიელი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზეც მისი მეტოქე იტალიელი მოფარიკავე იყო, რომელსაც 15:11 სძლია და ფინალში იასპარეზა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა 5:15 დათმო ბრძოლა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.