ფარიკაობა | 2026 წელს საქართველო ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
ფარიკაობა | 2026 წელს საქართველო ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

2026 წელს საქართველო ფარიკაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ კონგრესზე მიიღეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია შესაბამისი პრეზენტაციითა და ვიდეოკლიპით წარსდგა, რის შემდეგაც კენჭისყრაში მონაწილე 144 ქვეყნიდან, საქართველოს კანდიდატურას მხარი 140 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა.