ფარიკაობა | 2026 წელს საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

22:54, 17.11.2025

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წელს, ისტორიაში პირველად, საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ხმლის, დაშნისა და რაპირის ექვს კატეგორიაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს.

მსგავსი