ფარიკაობა | 14-17 იანვარს თბილისი გუნდურ მსოფლიო თასს უმასპინძლებს #1TVSPORT
ფარიკაობა | 14-17 იანვარს თბილისი გუნდურ მსოფლიო თასს უმასპინძლებს #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-17 იანვარს ხმლით ფარიკაობაში ქალთა და კაცთა შორის, ინდივიდუალურ და გუნდურ მსოფლიო თასს უმასპინძლებს.

შეჯიბრების განრიგი:

14 იანვარი, პარასკევი. ხმალი ქალები, ინდივიდუალური წინასწარი შეხვედრები. დარბაზი N 1 და დარბაზი N 2

– 10: 00 – ჯგუფური ეტაპი, Pre.T 128, Pre.T 64

15 იანვარი, შაბათი. ხმალი კაცები, ინდივიდუალური წინასწარი შეხვედრები. დარბაზი N 1 და დარბაზი N 2

– 10: 00 – ჯგუფური ეტაპი, Pre.T 128, Pre.T64

16 იანვარი, კვირა. ქალები და კაცები. დარბაზი N 1 და დარბაზი N 2

– 10: 00 –T 64; T 32; T16, T8,

– 19: 00 – ნახევარფინალი და ფინალი.

17 იანვარი, ორშაბათი. გუნდური ქალები და კაცები. დარბაზი N 1 და დარბაზი N 2

– 10: 00 – T 32; T16, T8, 1/2

– 17: 00 – მესამე ადგილისათვის

– 18:00 – ფინალი

„თბილისის თასზე“ ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. დასწრება თავისუფალია.