ფარფანი - კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ
ფარფანი - კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ

მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ჯეფერსონ ფარფანმა, რომელიც ოქტომბერში 36 წლის ხდება,  კარიერის დასრულების თაობაზე ისაუბრა.

„კიდევ რამდენი ხანი შემიძლია თამაში? ჯერჯერობით ღმერთს უნდა რომ ვითამაშო. როგორც დედაჩემი იტყვის ხოლმე, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – ციტირებს ფარფანის სიტყვებს „ფიფას“ ოფიციალური გვერდი, – „შესაძლოა კიდევ ორი, სამი, ოთხი წელიც ვითამაშო. ჩემი ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას ჯერჯერობით მაძლევს“.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფარფანი „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან ირიცხება. იგი რუსეთის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელია. 2019 წელს მან ასევე რუსეთის სუპერთასი მოიპოვა.