ფაქტობრივად გადაწყდა - კვირკველია „ლოკომოტივში“ ბრუნდება
ფაქტობრივად გადაწყდა - კვირკველია „ლოკომოტივში“ ბრუნდება

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საბა კვირკველია ვოლგოგრადის „როტორს“ დატოვებს და მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდება, – საქართველოს ნაკრების მცველზე ინფორმაციას გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.

„ვოლგოგრადის „როტორის“ მცველი საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ „ლოკომოტივიდან“ „როტორში“ 2020 წლის ზაფხულში იჯარით გადავიდა“, – ამტკიცებს „სპორტ24“-ის ავტორი.

საბა კვირკველია 2011-2017 წლებში ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი იყო. 2017 წელს მოსკოვის „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის, იურის სიომინის მიწვევით გადავიდა, სადაც 108 მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბის დატოვება უსამართლოდ გაგდებული სიომინისადმი სოლიდარობის გამო მოუხდა. მიმდინარე სეზონში 28 წლის მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში თერთმეტი მატჩი ჩაატარა. საბას რუსული რკინიგზის გუნდთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულს ეწურება.

ერთი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ვოლგოგრადის „როტორს“ იმიტომ დატოვებდა, რომ მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ვერ მიიღო. „სპორტ24“-ის ცნობით, ამის შესახებ კლუბებს შორის 2020 წლის აგვისტოში გაფორმებულ ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი.