ფანცულაიას გოლმა „კასპიი“ ვერ გადაარჩინა - იმნაძისა და მაქაცარიას გუნდი გალიდერდა #1TVSPORT
ფანცულაიას გოლმა „კასპიი“ ვერ გადაარჩინა - იმნაძისა და მაქაცარიას გუნდი გალიდერდა #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველებმა ითამაშეს, გიორგი ფანცულაიამ კი თავის გამოჩენა მოახერხა.

კახა ცხადაძის „კასპიი აქტაუ“ გასვლაზე „მაქატარალის“ შეხვდა. არც ერთ გუნდს ქულა არ ჰქონდა მოპოვებული. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია, რომელმაც 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, მასპინძლებმა 3 გოლის გაიტანეს, 3:1 გაიმარჯვეს და სეზონის პირველი ქულები დააგროვეს.

„კიზილჯარამ“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა „ატირაუ“. მასპინძლები პირველსავე წუთებიდან ინიციატივას ფლობდნენ და „დინამო თბილისის“ ყოფილი ლეგიონერის, ბრაზილიელი ვიტორ პერნამბუკოს მიერ შესრულებული პენალტით გაიმარჯვეს – 1:0. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ლუკა იმნაძემ, თამაზ მაქაცარია კი შეცვლაზე (72-ე წუთი) გამოჩნდა.

„კიზილჯარმა” ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში უდანაკარგოდ (15 ქულა) ლიდერობს, „კასპიი“ კი ლიგაში უქულოდ დარჩენილი ერთადერთ კლუბია და ბოლო, მე-14 ადგილზე იმყოფება.