ფანცულაიას დამატებამდე ცხადაძე ტაბატაძის კანდიდატურას განიხილავდა #1TVSPORT
ფანცულაიას დამატებამდე ცხადაძე ტაბატაძის კანდიდატურას განიხილავდა #1TVSPORT

ყაზახური გამოცემა SportX.kz-ი ამტკიცებს, რომ „კასპიის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, გიორგი ფანცულაიას ტრანსფერამდე, მეორე ქართველი თავდამსხმელის, თომა ტაბატაძის კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბათუმის „დინამოს“ ფორვარდზე შეაჩერა.

„28 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია „კასპიიში“ ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის დიდი სურვილი იყო, რომ ფანცულაია თავის გუნდში ეხილა. ამის გამო მან კიდევ ერთ ქართველზე, „აკჟაიკის“ ბომბარდირზე, თომა ტაბატაძეზე უარი თქვა“, – ამტკიცებს ყაზახური გამოცემა.

თომა ტაბატაძე „აკჟაიკში“ 2022 წელს ჩაირიცხა და გუნდის და ყაზახეთის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფანცულაია აქამდე მხოლოდ საქართველოში გამოდიოდა და უცხოეთში თამაშის გამოცდილება არ გააჩნია. გიორგი ერთი ხანობა დონეცკის „ოლიმპიკში“ ვარჯიშობდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ფანცულაია იცავდა ქვეყნის ყველა ასაკობრივი (17,19-წლამდე) და ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას. მიწვეული იყო საქართველოს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ტრავმის გამო თამაში ვერ მოახერხა.