„მონაკოს“ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს „პორტომ“ შეთავაზება გაუკეთა, – იტყობინება „სოკერ ლინკი“ (Soccer Link).
პორტუგალიურ გრანდს კოლუმბიელის დაბრუნება სურს, რომელიც „დრაკონთა“ რიგებში 2009-2011 წლებში გამოდიოდა. „მონაკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 33 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი წლით აქვს გაფორმებული.
2018/2019 წლების სეზონზე რადამელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 16 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.