ფალკაო „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ფალკაო „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ლა ლიგას ბინადარმა „რაიო ვალეკანომ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ფორვარდ რადამელ ფალკაოს გადასვლის შესახებ.

35 წლის კოლუმბიელმა ესპანურ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ფალკაოს ბოლო კლუბი იყო „გალათასარაი“, საიდანაც ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას წავიდა. გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში მან 17 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.