ფაჩულიას უქულო მატჩი შარლოტში
ფაჩულიას უქულო მატჩი შარლოტში

დღეს დილით, NBA-ს რეგულარულ სეზონში, 10 შეხვედრა გაიმართა. გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ გასვლაზე, შარლოტ „ჰორნეტსი“ დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 101-87 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა ცენტრმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო და ბურთი მხოლოდ ერთხელ ესროლა და უშედეგოდ. ზაზამ, სამი მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ქართველ კალათბურთელს, მცირე ტრავმა აწუხებდა და დღევანდელ შეხვედრაშიც, მთავარმა მწვრთნელმა, მალევე გაიყვანა მოედნიდან. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის გოლდენ სტეიტის აშკარა უპირატესობით წარიმართა. სტეფ კარის არყოფნაში, „უორიორზსს“ კევინ დიურანტმა ულიდერა. ფორვარდის ანგარიშზე სამმაგი დუბლია: 35 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. კლეი ტომპსონმა 22 ქულა გააკეთა.

დამარცხებულ შარლოტში, კემბა უოქერი გამოირჩა 24 ქულით. ეს გამარჯვება, სტივ კერის გუნდისთვის, ზედიზედ მეხუთე გამოდგა. ოკლენდელები, დასავლეთ კონფერენციაში, 20 მოგებით და 6 მარცხით, ლიდერთა შორის არიან. მომდევნო ტურში, გოლდენ სტეიტი, დეტროიტ „პისტონზს“ დაუპირისპირდება.

დღევანდელი დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბოსტონი-დალასი 97-90
კლივლენდი-საკრამენტო 101-95
სან ანტონიო-მაიამი 117-105
მილუოკი-დეტროიტი 104-100
ინდიანა-ჩიკაგო 98-96
ორლანდო-ატლანტა 110-106 (ო.ტ)
ნიუ იორკი-მემფისი 99-88
ნიუ ორლეანი-დენვერი 123-114
კლიპერსი-მინესოტა 107-113