ფაჩულიას რვა ქულა და გოლდენ სტეიტის გამარჯვება მილუოკიში
ფაჩულიას რვა ქულა და გოლდენ სტეიტის გამარჯვება მილუოკიში

NBA-ს მიმდინარე სეზონში, 34-ე თამაში მოიგო გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. მოქმედმა ჩემპიონმა, დღეს დილით, მილუოკი „ბაქსი“ სტუმრად დაამარცხა.

„ბრედლი ცენტრში“ გამართულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სტეფ კარის არყოფნაში, გოლდენ სტეიტს, კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა მიითვალა აქტივში. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო დრეიმონდ გრინი. მისმა მონაგარმა, 21 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.

მასპინძელთა შორის, გიანის ანტეტუკონმპო გამოირჩა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 23 ქულა და 7 მოხსნაა. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის შემდეგ, მილუოკი “ბაქსი” ლიდერობდა, თუმცა დასკვნითი პერიოდი, „უორიორზმა“ მაღალ დონეზე ჩატაარა და საბოლოოდ 108-94 გაიმარჯვა.

სტივ კერის გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას განაგრძობს. ოკლენდელები, უახლოეს მდევარს, ჰიუსტონ „როკეტსს“, 4 მოგებით უსწრებენ. დღესვე, „როკეტსმა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ფინიქს „სანზი“ 112 -95 დაამარცხა. ტურის სხვა მატჩები, ასე დასრულდა:
შარლოტი-იუტა 99-88
მინესოტა-ნიუ იორკი 118-108
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 119-113
ვაშინგტონი-ორლანდო 125-119
ინდიანა-კლივლენდი 97-95
დენვერი-მემფისი 87-78
ასტლანტა-ბრუკლინი 105-110