ფაჩულიას ექვსი ქულა – NBA-ს სათამაშო დღის მიმოხილვა [ვიდეო]

14:44, 22.11.2018
DENVER, CO - NOVEMBER 13: James Harden (13) of the Houston Rockets reacts to calls he questioned during the first half against the Denver Nuggets on Monday, November 13, 2018. The Denver Nuggets hosted the Houston Rockets at the Pepsi Center. (Photo by AAron Ontiveroz/The Denver Post via Getty Images)

DENVER, CO - NOVEMBER 13: James Harden (13) of the Houston Rockets reacts to calls he questioned during the first half against the Denver Nuggets on Monday, November 13, 2018. The Denver Nuggets hosted the Houston Rockets at the Pepsi Center. (Photo by AAron Ontiveroz/The Denver Post via Getty Images)

დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 შეხვედრა გაიმართა. დეტროიტ „პისტონზმა“ სტუმრად 124-126 წააგო ჰიუსტონ „როკეტსთან“. ზაზა ფაჩულიას კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა შვიდ წუთში – ექვსი ქულა და ექვსი მოხსნა მოასწრო. სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. ბოლო წუთებზე მათ მატჩი ოდნავ დაძაბეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გაიბრწყინა ჯეიმს ჰარდენმა – „როკეტსის“ ლიდერმა დეტროიტს 43 ქულა ჩაუგდო. ეს გუნდები ერთმანეთს ზეგ უკვე დეტროიტში შეხვდებიან.

სტეფ კარის არყოფნაში ცუდ ფორმაშია გოლდენ სტეიტი. „უორიორზი“ ამჯერად საკუთარ „ორეკლ არენაზე“ ოკლაჰომასთან შერცხვა ანგარიშით 95-123.

ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა. შესანიშნავ ფორმაშია შროდერი. გერმანელმა 32 ქულა გააკეთა. მასპინძელთა შორის, 27-27 ქულით კევინ დიურანტი და კლეი ტომპსონი გამოირჩნენ. მოქმედი ჩემპიონისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა. გოლდენ სტეიტი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

დასავლეთ კონფერენციას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს. მემფის „გრიზლიმ“ დღეს სტუმრად, უკანასკნელ წამზე, სან ანტონიო „სფერსი“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადინაცვლა. თამაშის ბოლო წამები უაღრესად დაძაბული გამოდგა. წამით და ორი მეასედით ადრე დემარ დე როუზანმა მასპინძლები 103-102 დააწინაურა. ბოლო შეტევისას მარკ გასოლს სროლის მომენტში რუდი გეიმ ხელში ჩაარტყა. ესპანელმა ცენტრმა ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი