ფაჩულიამ მე-1000 მატჩი ჩაატარა, კარი 14 000 ქულამდე ავიდა
ფაჩულიამ მე-1000 მატჩი ჩაატარა, კარი 14 000 ქულამდე ავიდა

რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ მოედანზე დაამარცხა “მინესოტა” – 126:113.

ეს მატჩი გამორჩეული იყო “უორიორზის” ქართველი ცენტრისთვის ზაზა ფაჩულიასთვის, კერძოდ, მან NBA-ში თავისი მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. ზაზა წელს “გოლდენ სტეიტის” მესამე კალათბურთელია დევიდ უესტისა და ანდრე იგუოდალას შემდეგ, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ფაჩულიას “უორიორზის” მაისურით 109 მატჩი დაუგროვდა, ყველაზე მეტი თამაში კი “ატლანტაში” ჰქონდა – 556.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ზაზას მაისურზე სამახსოვრო ავტოგრაფი გააკეთა სტეფ კარიმ და მან სანაცვლოდაც მოითხოვა ფაჩულიასგან ხელმოწერა.

საიუბილეო შეხვედრაში ფაჩულიამ 16 წუთი და 29 წამი ითამაშა და 9 ქულა (რვიდან ოთხი ორქულიანი, ორიდან ერთი საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მოგებულ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა კევინ დურანტმა – 28 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა, 25 ქულა და 9 შედეგიანი პასი იყო სტეფ კარის ანგარიშზე, ასევე 25 ქულა აიღო კლეი ტომპსონმა.

აღსანიშნავია, რომ კარიმ ამ მატჩში შემდეგ, კარიერაში ქულათა მონაგარი 14 ათასამდე აიყვანა, რითაც მეხუთე კალათბურთელი გახდა “უორიორზის” ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

“გოლდენ სეიტისთვის” ეს იყო 49-ე მატჩში სეზონში და 39-ე მოგება. “უორიორზი” მთლიანად რეგულარულის ლიდერია.