ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე, დეტროიტმა მორიგი მატჩი მოიგო [ვიდეო]
DETROIT, MI - OCTOBER 23: Blake Griffin #23 of the Detroit Pistons celebrates a 133-132 overtime win over the Philadelphia 76ers with Zaza Pachulia #27 at Little Caesars Arena on October 23, 2018 in Detroit, Michigan. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Gregory Shamus/Getty Images)
დეტროიტ „პისტონზმა“ NBA-ს რეგულარულ სეზონში მეათე გამარჯვება მოიპოვა. ლარი დრიუს გუნდმა, საკუთარ დარბაზში, ლიგის ერთერთი აუტსაიდერი, ფინიქს „სანზი“ 118-107 დაამარცხა. მიჩიგანელთა შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათურთელმა 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღნიშნული სტატისტიკის დასაფიქსირებლად, ზაზას მხოლოდ 12 წუთი დასჭირდა. მასპინძლებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს, რომელიც 35-23 მოიგეს. დევინ ბუკერის შესანიშნავი თამაში და 37 ქულა სტუმრებს არ ეყოთ. გამარჯვებულ გუნდში, მორიგი ორმაგი დუბლი ანდრე დრამონდმა გაიფომრა. „პისტონზის“ ცენტრმა 19 ქულა და 16 მოხსნა მოიპოვა. გრიფინის მონაგარმა კი 16 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. დეტროიტმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. NBA-ს სამგზის ჩემპიონები მორიგ ოთხ თამაშს კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავენ. მომდევნო მეტოქე, ნიუ იორკ „ნიქსი“ იქნება.
ლეიკერსი-ორლანდო 104-108
ატლანტა-შარლოტი 124-123
ბრუკლინი-ფილადელფია 125-127
მემფისი-ნიუ იორკი 98-103
ტორონტო-მაიამი 125-115
საკრამენტო-იუტა 112-133
პორტლენდი-კლიპერსი 100-104