Facebook-ის მესინჯერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს
Facebook-ის მესინჯერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესინჯერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ბოლო ათი წუთის განმავლობაში მესინჯერთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უამრავმა ინტერნეტ-მომხრებელმა დაწერა.

გამოცემა „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ მესინჯერის ფუნქციონირება მას შემდეგ შეფერხდა, რაც „ფეისბუქმა“ გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია აამოქმედა. თუმცა, უკავშირდება თუ არა შეფერხება ახალ ფუნქციას, ჯერჯერობით უცნობია.

კომპანია „ფეისბუქში“ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.