ფაცაციას ოპერაცია გაუკეთეს - ახალგაზრდა ნახევარმცველს ქალას ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა #1TVSPORT
ფაცაციას ოპერაცია გაუკეთეს - ახალგაზრდა ნახევარმცველს ქალას ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრში მარტვილის „მურთაზ ხურცილავა არენაზე“, „მერანისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახებისას მასპინძელთა მოთამაშემ, ცოტნე ფაცაციამ ტრავმა მიიღო.

ტრავმა საკმაოდ რთული გამოდგა. ამის გამო, მარტვილელთა 21 წლის ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო და სასწრაფო მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თამაში ამის გამო 20 წუთით შეწყდა.

მარტვილის „მერანმა“ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ცოტნე ფაცაციას არც ისე იოლი ტრავმა აქვს.

„როგორც გაირკვა, ცოტნეს თავის ქალას ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და დღეს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ცოტნეს“, – წერია მარტვილის „მერანის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.