ფაბრიციო ვერდუმი UFC-დან წამოსვლას გეგმავს
ფაბრიციო ვერდუმი UFC-დან წამოსვლას გეგმავს

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა შესაძლოა ფაბრიციო ვერდუმი ოქტაგონზე ვეღარ იხილოს. მძიმე წონაში ყოფილმა ჩემპიონმა არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა, რომ ის UFC-ში ბრძოლას აღარ გააგრძელებს.

„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან არ მინდა რომ ჩხუბს თავი დავანებო, თუმცა ვხვდები, რომ ახლა ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ვერდუმმა.

შეგახსნებთ, რომ სპროტსმენს ჩაგდებული დოპინგ ტესტის გულისთვის 2020 წლის მაისამდე დისკვალიფიკაცია აქვს. 41 წლის მებრძოლს კარიერაში 23 მოგება და 8 მარცხი აქვს.