ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის ეროვნულ გუნდს ჩაუდგება სათავეში, – ინფორმაციას გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ზიდანი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდე დეშამს შეცვლის, რომლის მომავლთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს და გუნდთან ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2016 წელს მასთან ერთად გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და პორტუგალიასთან დამარცხდა, ასევე ითამაშა 2022 წლის მუნდიალის ფინალში და მოიგო 2021 წლის ერთა ლიგის გათამაშება.
რაც შეეხება ზიდანს, 2021 წელს, მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, მან არაერთი სარფიანი წინადადება უარყო. მას აქტიურად უკავშირებდნენ ისეთ გრანდებს, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პსჟ, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მთავარი პრიორიტეტი მუდმივად ეროვნული გუნდი იყო.
მან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2016, 2017, 2018 წლები), ხოლო ორჯერ – ლა ლიგა (2017, 2020 წლები).
ზინედინ ზიდანმა მოთამაშის სტატუსით საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.