ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში „ბარსელონა“ ჯონათან ტას უფასოდ დამატებას შეეცდება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში „ბარსელონა“ ჯონათან ტას უფასოდ დამატებას შეეცდება #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში „ბარსელონა“ დაცვის გაძლიერებას „ლევერკუზენისა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელით, ჯონათან ტათი შეეცდება.

ტას კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2025 წლის ივნისში იწურება და „ბარსელონას“ მიზანია, ამის შემდეგ მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.

ტასა და „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ერთი აგენტი ჰყავთ, რამაც, შესაძლოა, მოლაპარაკების პროცესი „ბარსელონასთვის“ უფრო გაამარტივოს.

ჯონათან ტა გასულ სეზონში „ლევერკუზენთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.