ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვალტერ მაცარი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს დღეს გააფორმებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვალტერ მაცარი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს დღეს გააფორმებს #1TVSPORT

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ რუდი გარსიას „ნაპოლიში“, უდიდესი ალბათობით, ვალტერ მაცარი შეცვლის.

„ნაპოლი“ ახლოს არის ვალტერ მაცარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან, რომელიც რუდი გარსიას შეცვლის. მოკლევადიანი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება. მოსალოდნელია, რომ მაცარი კონტრაქტს ხელს უკვე დღესვე მოაწერს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება“, – წერს ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.

62 წლის იტალიელ სპეციალისტს მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვს, მაცარი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა „სამპდორიას“,  „უოტფორდს“, „ინტერს“, „ტორინოს“, „კალიარის“ და თვითონ „ნაპოლის“.

ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელები რუდი გარსიას შემცვლელად ასევე მოიაზრებდნენ ანტონიო კონტესა და იგორ ტუდორს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ალბათ, ამჯერადაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული მიმოხილველის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია და დასტურდება და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სწორედ მაცარი ჩაიბარებს.