ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მესი „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს #1TVSPORT
ლიონელ მესი, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა, თავისუფალი აგენტის სტატუსს 30 ივნისს მიიღებს. მსოფლიო პრესა აქტიურად წერდა თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის მომავალ კლუბზე.
ყველაზე ხშირად განიხილებოდა არგენტინელის „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხი და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალის“ გულუხვი შეთავაზება. თუმცა, ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მესი „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ითამაშებს. რომანო აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ მესის დაბრუნების შანსი აღარ აქვს და არგენტინელი ამერიკულ კლუბს უკვე შეუთანხმდა.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლებს ტრანსფერის 2024 წლამდე გადადება სთხოვა.
🚨🚨 BREAKING: Lionel Messi to Inter Miami, here we go! The decision has been made and it will be announced by Leo in the next hours #InterMiami
🇺🇸 Messi will play in MLS next season. No more chances for Barcelona despite trying to make it happen.
𝐇𝐄𝐑𝐄 𝐖𝐄 𝐆𝐎#Messi #MLS pic.twitter.com/UYqemodrxk
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 7, 2023