ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ არდა გიულერს იჯარის წესით „ლევერკუზენში“ გაუშვებს #1TVSPORT
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ იანვარში თურქ ფეხბურთელს, არდა გიულერს იჯარის წესით „ლევერკუზენში“ გაუშვებს.
მიუხედვად იმისა, რომ ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი „რეალში“ თავისი სათამაშო დროით კმაყოფილია, კლუბს სურს, მას მეტი პრაქტიკა ჰქონდეს.
მოლაპარაკებები გერმანიის მოქმედ ჩემპიონთან უკვე დაწყებულია და, დიდი ალბათობით, გიულერს მათ რიგებში ვიხილავთ.
19 წლის თურქ ფეხბურთელს მადრიდის „რელთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ის გუნდს 2023 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.