ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებს სამი ტრანსფერის შესრულება სთხოვა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებს სამი ტრანსფერის შესრულება სთხოვა #1TVSPORT

ესპანური და საერთაშორისო მედიის ცნობით, ხაბი ალონსო რამდენიმე კვირაში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

მომავალი მწვრთნელი უკვე მუშაობს გუნდის გაძლიერებაზე. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ალონსომ კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სამი ტრანსფერი სთხოვა – მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალონსო სატრანსფერო გეგმების განხორციელებას რაც შეიძლება სწრაფად სურს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე, რომელიც 2025 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიმართება.

ცნობისთვის, განახლებული ფორმატით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის ივნის-ივლისში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს: 12 – ევროპიდან, 6 – სამხრეთ ამერიკიდან, 6 – ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან, 5 – აზიიდან, 2 – აფრიკიდან და 1 – ავსტრალიიდან. ჩემპიონატში გამარჯვებულს 100 მილიონი ევრო ერგება.

მადრიდის „რეალი“ ჯგუფურ ეტაპზე „მონტერეის“ (მექსიკა), „ალ ჰილალსა“ (საუდის არაბეთი) და „ზალცბურგს“ (ავსტრია) შეხვდება.