ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯეკ გრილიში კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ გრილიში კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონს“ შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. უახლოეს მომავალში გრილიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
29 წლის ინგლისელი „სიტის“ ფეხბურთელი 2021 წელს გახდა, „ასტონ ვილამ“ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი მიიღო.
„მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჩატარებულ 157 შეხვედრაში ჯეკ გრილიშმა 17 გოლი გაიტანა.