ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმამ „მანჩესტერ სიტისთან“ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ „მანჩესტერ სიტისთან“ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, ამჟამად მოლაპარაკება ფრანგულ და ინგლისურ კლუბებს შორის მიმდინარეობს და ფეხბურთელის საწყის სატრანსფერო ფასად 50 მილიონ ევროზე ნაკლები სახელდება.
ყველაფერი „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელ მეკარეზე, ედერსონზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ის მიმდინარე ზაფხულს ინგლისური გუნდის რიგებს.
ჯანლუიჯი დონარუმასთან თანამშრომლობა „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღარ ისურვა. ესპანელის თქმით, მეკარე მის სათამაშო სქემაში ვერ ჯდება.