ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰეონ-მინ სონი „ლოს ანჯელესში“ გადასვლას მიუახლოვდა #1TVSPORT
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰეონ-მინ სონი „ლოს ანჯელესის“ რიგებში გადასვლას მიუახლოვდა.
33 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „ტოტენჰემის“ დატოვების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.
გავრცელებული ცნობით, მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ და სონი MLS-ის გუნდის ფეხბურთელი გახდება.
სონი „ტოტენჰემის“ წევრი 2015 წლიდან იყო და კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მან ლონდონური გუნდის მაისურით 454 მატჩი ჩაატარა, 173 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა.