ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გარიგება დახურულია და იტალიელი ფეხბურთელი 1 სექტემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

წყაროს ცნობით, დონარუმას ინგლისურ კლუბში გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც შეთანხმდა „სიტის“ მეკარის, ედერსონის „ფენერბახჩეში“ ტრანსფერი.

26 წლის დონარუმა პარიზულ კლუბში 2021 წლიდან თამაშობდა.