ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ რუნი ბარდგჯისთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ რუნი ბარდგჯისთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრთან, რუნი ბარდგჯისთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს თქმით, 19 წლის ფეხბურთელთან ესპანური ფეხბურთის გრანდმა ოთხწლიანი ხელშეკრულება დადო, ხოლო მისი ყოფილი კლუბი „კოპენჰაგენი“ ორ მილიონ ევროს მიიღებს.

ოფიციალური განცხადება ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ „ბარსელონას“ მხრიდან რამდენიმე დღეში გაკეთდება.

რუნი ბარდგჯი 2005 წელს დაიბადა. ის „კოპენჰაგენის“ აკადემიას 2021 წელს შეუერთდა, ხოლო პირველი გუნდის რიგებში ჯამში 60 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.