ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არსენალმა“ მარტინ ზუბიმენდის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არსენალმა“ მარტინ ზუბიმენდის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ სეზონის პირველ ტრანსფერს უახლოვდება, „მეთოფეებმა“ ესპანურ კლუბ „რეალ სოსიედადთან“ მარტინ ზუბიმენდის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს ცნობით, უახლოეს დღეებში 25 წლის ნახევარმცველისთვის „არსენალი“ 60 მილიონ ევროს გადაიხდის. ესპანელმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ გრძელვადიან კონტრაქტზე სიტყვიერი თანხმობა განაცხადა და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურების დასრულება.

მარტინ ზუბიმენდი გახდება „არსენალის“ 2025/26 წლების სეზონის პირველი შენაძენი. მისი თამაში მიკელ არტეტას დიდი ხანია მოსწონს. ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც გამორჩეულია დისციპლინით, ზეწოლის ქვეშ სწორი მოქმედების უნარით, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის დაცვით.

სავარაუდოდ, ზუბინემდის ტრანსფერი „არსენალიდან“ ტომას პარტეის წასვლის წინაპირობა იქნება. განელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.