ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ ფერან ტორესის ტრანსფერს უახლოვდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ფერან ტორესის ტრანსფერს უახლოვდება, „ბარსელონასთვის“ 50 მილიონი ევროს ოდენობის ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ტრანსფერი, დიდი ალბათობით, მალე დაიხურება.
ფრანგული კლუბი აღნიშნულ ფასად ფერანის დამატებას დიდებულ შესაძლებლობად მიიჩნევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება – სხვა შემთხვევაში მისი ტრანსფერი 70-80 მილიონი ევრო დაჯდებოდა.
ფერან ტორესმა პსჟ-ს უკვე თანხმობა განუცხადა და პირადი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეუთანხმდა.