ფაბრიციო რომანომ „ბარსელონაში“ ალესანდრო ბასტონის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაწერა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანომ „ბარსელონაში“ ალესანდრო ბასტონის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაწერა #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონა“, რამდენიმე თვეა, განიხილავს „ინტერის“ მცველს, ალესანდრო ბასტონის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ.

რომანოს მონაცემებით, შესაძლო ტრანსფერი დამოკიდებულია კლუბებს შორის მოლაპარაკებებზე, ამასთან. გარიგების საბოლოო თანხა ჯერ დადასტურებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში დაიწერა 50 მილიონი ევროს შესახებ.

აღნიშნავენ, რომ თავად ბასტონის აქვს ინფორმაცია „ბარსელონას“ მხრიდან სერიოზულ და კონკრეტულ დაინტერესებაზე.

ამ სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.