ფაბრიციო რომანო – ვიქტორ ოსიმენი თვლის, რომ „ჩელსიში“ გადასვლა მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება #1TVSPORT

18:31, 09.03.2024
Victor Osimhen of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Udinese Calcio at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 27 September 2023. (Photo by Franco Romano/NurPhoto via Getty Images)

ცნობილი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლას განიხილავს.

რომანოს განცხადებით, ოსიმენი თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგის გუნდში გადასვლა მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება. ამის მიუხედავად, „ჩელსი“ ოსიმენისთვის მებრძოლ გუნდებში ფავორიტად არ განიხილება.

ყველაზე ახლოს „ნაპოლის“ თავდამსხმელის შეძენასთან ფრანგული „პარი სენ-ჟერმენია“, რომელსაც ზაფხულში კილიან მბაპე დატოვებს.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის გადაბირება ასევე სურს ლონდონის „არსენალს“.

მსგავსი