ფაბრიციო რომანო – სობოსლაიმ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა, – იუწყება ფაბრიციო რომანო.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ სობოსლაის ტრანსფერში 70 მილიონი ევრო გადაიხადა, „ტრანსფერმარკტი“ კი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს. კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა.
2022/23 წლებში დომინიკ სობოსლაიმ „ლაიპციგის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
გასულ სეზონში „ლაიპციგმა“ ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, „ლივერპულმა“ კი პრემიერლიგა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.
BREAKING: Dominik Szoboszlai to Liverpool, here we go! Understand RB Leipzig are now informed that Liverpool have triggered the release clause. 🚨🔴🇭🇺 #LFC
€70m deal done, to be signed soon.
Personal terms agreed, Szobo’s ready for medical tests soon.
Huge signing for #LFC. pic.twitter.com/FjLLyGq68a
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 30, 2023