ფაბრიციო რომანო - „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ქართველი ფეხბურთელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„პსჟ-მა „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი ახალ გუნდს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ამასთან ერთად გათვალისწინებულია ბონუსებიც. კვარაცხელია ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახლა მხოლოდ კლუბების მფლობელების მხრიდან ყველაფრის საბოლოოდ დადასტურებას ველოდებით“, – აცხადებს რომანო.

ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა გათვლილი. ანალიტიკური გვერდის, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი ამ მომენტისთვის 85 მილიონი ევროა.

ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა. „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 107 შეხვედრაში კვარაცხელიამ 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.