ფაბრიციო რომანო - მესი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - მესი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT

პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ კლუბს დაუკავშირებს საკუთარ მომავალს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა არგენტინელი ვარსკვლავი, დიდი ალბათობით, პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და შეუერთდება ან „ბარსელონას“, ან საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალს“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან სწორედ ამ წლის ზაფხულში იწურება.

2022/23 წლების სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.