ფაბრიციო რომანო - მამარდაშვილი „ბაიერნის“ სიაშია, პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - მამარდაშვილი „ბაიერნის“ სიაშია, პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი გერმანული საფეხბურთო გრანდის, მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია, – ექსკლუზიურ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ექსკლუზივი – გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების შემდეგ ქართველი მეკარით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა. „ბაიერნს“ ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მამარდაშვილი 100%-ით სიაშია. პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანური გამოცემა Eldesmarque ამტკიცებდა, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი ფერხდებოდა და არ იყო გამორიცხული, „ვალენსიას“ მისი გაშვება გადაეფიქრებინა.

„ვალენსიის“ ქართველი მეკარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და ალექსანდრე კალანდაძესთან ერთად Sofascore-მა მეოთხედფინალის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.