ფაბრიციო რომანო - მადრიდის „რეალი“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - მადრიდის „რეალი“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ინგლისელი მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება, ხოლო მხარეები ჯერ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ აწარმოებენ.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „ლივერპული“ 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. უცნობია ალექსანდერ-არნოლდის პოზიციაც, როგორ აპირებს კარიერის განვითარებას.

ინგლისის ნაკრების წევრმა მერსისაიდული გუნდის შემადგენლობაში 2019 წელს – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2020 წელს პრემიერლიგა მოიგო.