ფაბრიციო რომანო - კვარაცხელიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - კვარაცხელიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT

ფაბრიციო რომანოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში კითხვა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ დაუსვეს – „რას იტყვით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ?“

მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა გულშემატკივრის შეკითხვაზე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ შთამბეჭდავი პასუხი გასცა.

„ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ – არ ვიცი, ზუსტად გამოვთქვამ თუ არა. 3 თვის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც მითხრა – ფაბრიციო, შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას. მე ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა – კლუბი, რომელიც ამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუფორმებს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს შეიძენს – დიახ, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს! მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა – ძალიან დიდი შთაბეჭდილება!”, – განაცხადა ფაბრიციო რომანომ.

ფაბრიციო რომანო ცნობილი სპორტული მიმომხილველია, რომელიც მუშაობს Sky Sports-ზე. იტალიელი ჟურნალისტი მსოფლიო საფეხბურთო ტრანსფერებსა და მოვლენებზე კარგად ინფორმირებული პიროვნებაა და ხშირად ექსკლუზიურ სიახლეებს ავრცელებს.

დატოვე კომენტარი